OneRepublic, Scorpions | ცნობილია Black Sea Arena-ს ლაინაფი

პუბლიკა

Black Sea Arena-ზე Starring Georgia-ს ფარგლებში მაისში საქართველოში OneRepublic და Scorpions ჩამოვლენ. OneRepublic-ის კონცერტი 10 მაისს გაიმართება, ხოლო Scorpions – 31 მაისს.

ამასთან 18 აგვისტოს საქართველოში იმღერებს Jungle. 28 ივლისის კონცერტის შესახებ კი ცნობილი მოგვიანებით გახდება.

ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება – კერძოდ, ხვალ 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე OneRepublic-ის ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი.

Black Sea Arena-მ Starring Georgia-ს კამპანია საქართველოში მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო – ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ტარდება.

მთავრობამ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების 2-წლიანი პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოყო.