ონლაინგამოცემების სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს

პუბლიკა

„სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“, – ონლაინმედია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს. გამოცემებმა ერთი დღით Facebook-ზე Cover-ის ფოტო შეცვალეს.

აქციის ორგანიზატორია კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.

აქციას შეუერთდა „პუბლიკაც“. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის ჟურნალისტებს მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს ინდიგომ, ნეტგაზეთმა, ბათუმელებმა, On.ge-მ, ტაბულამ, სამხრეთის კარიბჭემ, IPN-მა, OC Media-მ და სხვებმა.

ეს აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად მედიასაშუალებების გაერთიანების პირველი შემთხვევა არ არის.  3 მაისს, პრესის თავისუფლების დღეს ტელევიზიების დიდმა ნაწილმა ზუსტად 19 საათზე იმავე შინაარსის წარწერით მხარდაჭერა გამოუცხადეს აჭარის ტელევიზიის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს.