ონთან 4.8 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 17:44 საათზე, ონთან პირველადი ინფორმაციით, 4.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

თბილისის დროით 17:50 საათზე კი განმეორდა, მაგნიტუდით 4.0 (ML).

ეპიცენტრი იყო სოფელი ფსორი.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი, „რუსთავი 2-თან” საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბიძგებს ნგრევა და არ მოჰყოლია.

„ჩემი ინფორმაციით, მიწისძვრა იყო სოფელ ფსორთან – ქალაქ ონიდან დაახლოებით 6 კილომეტრში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას არ მოჰყოლია რაიმე ზიანი, დაზიანება, ნგრევა და ა.შ. ასევე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეების მომართვიანობა, ამ დრომდე, არ ყოფილა“, – აცხადებს ხიდეშელი.