ოპერაციის პირველი ეტაპის ამოცანები შესრულებულია, შეგვიძლია დონბასის გათავისუფლებაზე ვფოკუსირდეთ – შოიგუ

პუბლიკა

გამოცემა TASS-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულდა, რომლის დროსაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

„ზოგადად, ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად არის შემცირებული, რაც საშუალებას გვაძლებს ძირითადი ყურადღება და ძალისხმევა მივმართოთ მთავარი მიზნის, დონბასის გათავისუფლების მიღწევას“,-  თქვა შოიგუმ.