ოპოზიცია სანაიაზე: ივანიშვილის რეჟიმის შექმნილი საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიები ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს საერთო განცხადებით ეხმაურებიან. განცხადებას 20-ზე მეტი პარტია და პოლიტიკოსი აწერს ხელს.

„მივიჩნევთ, რომ ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა“, – აცხადებენ ისინი.

განცხადებას გთავაზობთ სრულად:

„ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, ქართული ოცნების სავიზიტო ბარათად იქცა. განსაკუთრებით საშიშია როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება.

ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით.

ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებთ ვახო სანაიას. მოვითხოვთ ამ საქმის სწრაფად გამოძიებას და მოძალადეების დასჯას“.

  1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,
  2. ევროპული საქართველო,
  3. ლეიბორისტული პარტია,
  4. გამარჯვებული საქართველო,
  5. ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა,
  6. სტრატეგია აღმაშენებელი ,
  7. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა,
  8. ლელო საქართველოსთვის,
  9. ტრიბუნა,
  10. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია,
  11. ახალი ქრისტიან დემოკრატები,
  12. სამართლიანობისთვის,
  13. ეროვნულ დემოკრატიული პარტია,
  14. სახელმწიფო ხალხისთვის,
  15. ევროპული დემოკრატები,
  16. კანონი და სამართალი,
  17. რესპუბლიკური პარტია,
  18. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის,
  19. გირჩი-მეტი თავისუფლება,
  20. თავისუფალი დემოკრატები,
  21. ელენე ხოშტარია,
  22. ირაკლი ღლონტი,
  23. შალვა შავგულიძე.