ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა

პუბლიკა

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა.

„ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს ე.წ. გერმანულ მოდელს. ეს არის პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. მასში გათვალისწინებულია გერმანული პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რა პროპორციის ხმებსაც მიიღებს მოსახლეობისგან და ასევე, გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციები: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ხოლო ავტორები – 30 პოლიტიკური ძალა და მათი წარმომადგენლობა.

LB loan image desktop LB loan image mobile