ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კარგია, რომ „ქარული ოცნება“ აჩვენებს კომპრომისისთვის მზადყოფნას. მისი თქმით, ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს „ქართულ ოცნებას“.
„კარგია, „ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ კომპრომისითვის მზადაა. ეს სწორი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. საქართველოს გულისთვის, ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს „ქართულ ოცნებას“. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება მრავალი დეტალი, რომელთა შემუშავებაც აუცილებელია. ევროკავშირი მზად არის დასახმარებლად“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
??Good to see #GeorgianDream showing readiness to compromise. It is a right step in the right direction. For sake of #Georgia, opposition too needs to follow suit. Meanwhile, many details still remain that need to be worked out. ??#EU remains ready to help with that. https://t.co/reJpJgBj9F
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) April 16, 2021
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.