ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს „ქართულ ოცნებას“ - ვიოლა ფონ კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კარგია, რომ  „ქარული ოცნება“ აჩვენებს კომპრომისისთვის მზადყოფნას. მისი თქმით, ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს „ქართულ ოცნებას“.

„კარგია, „ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ კომპრომისითვის მზადაა. ეს სწორი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. საქართველოს გულისთვის, ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს „ქართულ ოცნებას“. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება მრავალი დეტალი, რომელთა შემუშავებაც აუცილებელია. ევროკავშირი მზად არის დასახმარებლად“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 


დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.