ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს

პუბლიკა

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს და საქართველოსა და ევროკავშირის დროშა გადმოფინეს. 

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში ხელჩართული დაპირისპირება იყო.  შენობაში იმყოფება „TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, ასევე რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი.

ისინი სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც მანდატურის სამსახურში წარმომადგენლებსა და მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ერთმანეთს ასევე დაუპირისპირდნენ დეპუტატებიც. გიორგი ვაშაძის თქმით, მას „ქართული ოცნების” წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ამ მოვლენებამდე პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყო ხმაურია. როგორც მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ამბობენ, მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურდათ, თუმცა პოლიცია და დაცვის სამსახური მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მოგვიანებით, რამდენიმე მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელმა შენობაში შესვლა შეძლო. გარეთ კვლავ რჩება ნაწილი.