ოპოზიციური პარტიებით დაკომპლექტებულ თბილისის მთავრობას წარვადგენთ - მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მას აქვს კონსულტაციების ოპოზიციურ პარტიებთან და უახლოეს დღეებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ დედაქალაქის მთავრობას წარადგენენ. ამის შესახებ მელიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„უახლოეს დღეებში ვაპირებთ, რომ წარვდგეთ საზოგადოების წინაშე კიდევ უფრო გაერთიანებული ოპოზიცია, დედაქალაქის მერის მომავალი მთავრობა. რომელშიც თავს დაინახავს მაქსიმალურად ყველა თბილისელი. ეს უნდა იყოს არჩევნები, რომელსაც „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება არა მხოლოდ ნიკა მელია, არამედ ნიკა მელია, ცვლილებები და სხვადასხვა პარტიები. სახელებსა და გვარებსაც დავასახელებ და ბუნებრივია პოლიტიკურ პარტიებსაც. დაწყებული გვაქვს კონსულტაციები და უახლოეს დღეებში მოვიცავ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას. ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვდგებით ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.