„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები ცნობილია | სია

პუბლიკა

9 იანვარს ლოს ანჯელესში ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის (HFPA) ჯილდოს, „ოქროს გლობუსის“ გადაცემის ცერემონია გაიმართა.

გასული წლის დაჯილდოების შემდეგ HFPA მედიამ და ჰოლივუდის ვარსკვლავებმა გააკრიტიკეს ასოციაციის რიგების ნაკლებად მრავალფეროვანი წევრებით დაკომპლექტების გამო მათ შორის არ ყოფილა არცერთი ფერადკანიანი წევრი.

მოგვიანებით, ამავე მიზეზით, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების პირდაპირ ტრანსლაციაზე უარი თქვა სატელევიზიო არხმა NBC-მ. იმის მიუხედავად, რომ ასოციაციამ თავის რიგებში 21 ახალი წევრი მიიღო, ჯილდოების გადაცემაზე ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობამ უარი თქვა. ცერემონია წითელი ხალიჩისა და სტუმრების გარეშე გაიმართა. ღონისძიება პირდაპირი ეთერში წელსაც არ გადაცემულა.

რაც შეეხება კონკრეტულად წლევანდელ დაჯილდოებას, 2022 წლის საუკეთესო დრამატული ფილმი Power of The Dog გახდა. ფილმმა „ოქროს გლობუსები“ რეჟისორსა და მსახიობ კოდი სმიტ-მაკფისაც მოუტანა. სამ-სამი ჯილდო მიიღეს, ასევე, სტივენ სპილბერგის მიუზიკლმა West Side Story და სერიალმა Succesion. ერთი ოქროს გლობუსი მიიღო Netflix-ის სერიალმა Squid Game.

2022 წლის „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულთა სრული სია:

საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა

The Power of the Dog

The Power of the Dog

საუკეთესო მხატვრული ფილმი – მიუზიკლი ან კომედია

West Side Story

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

Drive My Car (იაპონია)

საუკეთესო რეჟისორი

ჯეინ კემპიონი, The Power of the Dog

საუკეთესო სცენარი

კენეტ ბრანა, Belfast

საუკეთესო მსახიობი ქალი მხატვრულ ფილმში – დრამა

ნიკოლ კიდმანი, Being the Ricardos

აღსანიშნავია, რომ მსახიობისთვის ეს უკვე მე-6 ოქროს გლობუსია.

საუკეთესო მსახიობი კაცი მხატვრულ ფილმში – დრამა

უილ სმიტი, King Richard

30-წლიანი კარიერის განმავლობაში ის „ოქროს გლობუსზე“ ექვსჯერ იყო ნომინირებული. წლევანდელი დაჯილდოებაზე ოქროს გლობუსი მან პირველად მიიღო.

საუკეთესო მსახიობი ქალი მხატვრულ ფილმში  მიუზიკლი ან კომედია

რეიჩელ ზეგლერი, West Side Story

საუკეთესო მსახიობი კაცი მხატვრულ ფილმში  მიუზიკლი ან კომედია

ენდრიუ გარფილდი, Tick, Tick… Boom!

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი მხატვრულ ფილმში

არიანა დებოსე, West Side Story

მან კარიერაში პირველი „ოქროს გლობუსი“ მიიღო.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი მხატვრულ ფილმში

კოდი სმიტ-მაკფი, The Power of the Dog

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

Encanto

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის

ჰანს ზიმერი, Dune

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის

ბილი აილიში, No Time to Die

ხაზგასასმელია, რომ მის კარიერაში ეს პირველი „ოქროს გლობუსია“.

საუკეთესო სერიალი – მიუზიკლი ან კომედია

Hacks

საუკეთესო დრამატული სერიალი

Succession

საუკეთესო მსახიობი კაცი სატელევიზიო სერიალში – დრამა

ჯერემი სტრონგი, Succession

საუკეთესო მსახიობი ქალი სატელევიზიო სერიალში – დრამა

მიქაელა ჯეი როდრიგესი, Pose.

როდრიგესი დაჯილდოების 79-წლიან ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი მსახიობი ქალია, რომელმაც „ოქროს გლობუსი“ მიიღო.

საუკეთესო მსახიობი ქალი სერიალში – მიუზიკლი ან კომედია

ჯინ სმარტი, Hacks

საუკეთესო მსახიობი კაცი სერიალში – მიუზიკლი ან კომედია

ჯეისონ სუდეკისი, Ted Lasso

საუკეთესო მინისერიალი

The Underground Railroad

საუკეთესო მსახიობი ქალი, სატელევიზიო მინისერიალი

ქეით უინსლეტი, Mare of Easttown

საუკეთესო მსახიობი კაცი, სატელევიზიო მინისერიალი

მაიკლ კიტონი, Dopesick

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი სერიალში

სარა სნუკი, Succession

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი სერიალში

ო იონგ-სუ, Squid Game