ორწლიანი პატიმრობის შემდეგ აფგან მუხთარლი თავისუფალია

პუბლიკა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ორი წლის წინ თბილისიდან გაიტაცეს, ციხიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერლინში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ავრცელებს.

აფგან მუხთარლის ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედებოდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.