ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმებს

პუბლიკა

მედიაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და გმობს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას.

„ათობით ჟურნალისტზე განხორციელდა თავდასხმა ამ დილით, მას შემდეგ, რაც თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე ულტრა-მემარჯვენე დემონსტრანტები დედაქალაქის ცენტრში გამოვიდნენ. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს ამ მასობრივ შეტევას და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაგმოს ყველა ეს თავდასხმა, ნათელი მოჰფინოს მათ“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.


დღეს, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ 40-მდე ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოკორესპონდენტს. დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა მედიაზე მომუშავე საერთაშორისო სხვა ორგანიზაციები – „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) და „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“(IFJ).