ორგანიზატორების მიმართ დაიწყოს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით - „არა ფობიას“

პუბლიკა

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას” ეხმაურება 2019 წლის 8 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ფილმის “And then We Danced” პრემიერასთან დაკავშირებით. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ   სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები არ ყოფილა საკმარისი ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს:

  • 8 ნოემბრის ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორების მიმართ დაიწყოს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით;
  • გამოკვეთოს სიძულვილის მოტივი გუშინ ჩადენილი თითოეული დანაშაულის შემთხვევაში და შესაბამისი მოტივით ეფექტიანად წარიმართოს გამოძიება, რამაც საბოლოო ჯამში თითოეული დამნაშავის დასჯა უნდა უზრუნველჰყოს;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატაროს ადეკვატური და ქმედითი ზომები 9 და 10 ნოემბერს დაგეგმილი კინოჩვენების სეანსების მშვიდობიანად ჩატარების მიზნით;

მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფების მიართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე, შეიმუშავოს პოლიტიკა ამგვარი ჯგუფების გაძლიერების შესაჩერებლად და საზოგადოებაში უსაფრთხო, ტოლერანტული გარემოს დასამკვიდრებლად.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მედიის განვითარების ფონდი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საფარი

თანასწორობის მოძრაობა

საქართველოს რეფორმების ასოციაცია