ორკესტრირებული „ფეიქკამპანიაა“ - კობახიძე საერთაშორისო მედიაში ივანიშვილზე მომზადებულ მასალებზე

პუბლიკა

„არის ორკესტრირებული „ფეიქკამპანია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რამდენიმე დღის ინტერვალით, როდესაც ორ საერთაშორისო გამოცემაში იწერება ორი ერთი და იგივე შინაარსის სტატია, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ფულს იხდის ამაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც New York Times-ში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ მასალას შეეხებოდა.

„მით უმეტეს საეჭვოა ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტი არის, მაგალითად, ადამიანი, როელსაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი. აქედან გამომდინარე ვინ შეიძლება იდგეს ამ კამპანიის უკან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არის ძალიან ადვილად განჭვრეტადი და აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რამდენად აღფრთოვანებულია „ნაციონალური მოძრობა“ იმ სტატიებით, რომელსაც აქვეყნებს ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი ჟურნალისტი“, – განაცხადა კობახიძემ.