ოზურგეთში „გულისტანის“ გაფიცული მუშების მხარდასაჭერად მსვლელობა იმართება

პუბლიკა

დღეს ოზურგეთში 14:00 საათიდან „გულისტანის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერად მსვლელობა იმართება.

მსვლელობას მოქალაქეები სხვადასხვა სხვადასხვა რეგიონებიდან უერთდებიან, ასევე  პროფკავშირების გაერთიანება, პროფკავშირების დარგობრივი და პირველადი ორგანიზაციები.

მსვლელობა შპს „გურია ექსპრესის“ შენობიდან დაიწყო, სადაც დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად საწარმოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

„გურია ექსპრესის უცხოელმა ინვესტორმა ქარხანას ვკეტავო! და თუ “გამისწორდება” ან როდესაც “გამისწორდება” მაშინ გავხსნიო. მერე რა, რომ ხელფასებს გპარავდით, გაუსაძლის პირობებში გამყოფებდით მე მაინც მართალი ვარ, სახელმწიფო იცავს ჩემს ბიზნესსო. მივეხმარეთ, ჯაჭვი და ბოქლომი ვიყიდეთ, ხოდა ველოდებით ახალ ინვესტორს“, – აცხადებს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი.

გაფიცულების განცხადებით, ისინი არ გახსნიან საკეტს იმ დრომდე, სანამ „არ აუნაზღაურებენ იმ ხელფასს, რაც 21 წლის განმავლობაში ამ კომპანიამ მათ მოპარა და დააკლო (რაზეც ჩარიცხვები მეტყველებს)“.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მიემართებიან გუბერნატორის ადმინისტრაციისკენ.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს – „როდესაც დამსაქმებელი ამ ქვეყნის მოქალაქეების დასჯის მიზნით მსგავს უკანონო მეთოდებს მიმართავს სახელმწიფოს მოქმედების დროა!“.


32 დღეა, ოზურგეთში, ფქვილის გადამამუშავებელი საწარმო  „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები არიან გაფიცულები. ისინი ხელფასის მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.