ოზურგეთში საბავშვო ბაღების 80-მდე აღსაზრდელს მოწამვლისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება

პუბლიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 80-მდე აღსაზრდელს მოწამვლისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას განცხადებით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

” ვაცნობეთ მომხდარის შესახებ საზოგადოებრივ ჯანდაცვას, სურსათის უვნებლობის სამსახურს, ეპიდემიოლოგებს. დღეს იყნენ მოსულები, შეხვდნენ ბაღის მენეჯერებს, ჩატარდა დეზინფექცია, ასევე ლაბორატორიული ანალიზები აიღეს. აღსაზრდელების უმრავლესობა სახლშია. ოზურგეთის კლინიკაში სამი ბავშვია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, – აღნიშნავს მაკა ჭყონია.