ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ „მისალმებიან საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიქტად დასახელდა.
დღეს, 2 ოქტომბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” (TI) და „აირჩიე ევროპას” განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების სტატუსი მოუხსნა.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების შეცვლას წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება. კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.
გუშინ, 1 ოქტომბერს PACE-ს წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს და შეშფოთება გამოხატეს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იძულებული გახდა, არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, გამოეცხადებინა ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მისი დირექტორი „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“.