პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

პუბლიკა

BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანის ქალაქ კარაჩში პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების (PIA) სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავში, დაახლოებით 99 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

ავიახაზების განცხადებით, თვითმფრინავი პაკისტანის ქალაქ ლაჰორედან მოფრინავდა და პაკისტანის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ, კარაჩის ჯინას საერთაშორისო აეროპორტში, უნდა დაშვებულიყო. BBC სოციალურ ქსელში გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

პაკისტანში კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული კომერციული ფრენები რამდენიმე დღის წინ განახლდა.