პანდემიის გამო 17 მაისს საყოველთაო მსვლელობა და ღონისძიება არ გაიმართება - საპატრიარქოს

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს ამბობენ, რომ 17 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2018 წელს დაწყებული ტრადიციისამებრ, მოხდება დედაქალაქის დალოცვა.

საპატრიარქოს ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, წელს საყოველთაო მსვლელობა და ფართომასშტაბიანი ღონისძიება არ გაიმართება.

დედაქალაქის ქუჩების კურთხევას უზრუნველყოფს ახალგაზრდული მოძაობა „დავითიანნი“.

„ამ მიზნით მოძღვრები ორშაბათს, 11:00 საათზე, შეიკრიბებიან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში და იკურთხება წყალი (მცირე აიაზმა); შემდეგ კი ისინი ხუთი მიმართულებით გაემართებიან, რათა აკურთხონ მოსახლეობა და ქუჩები.

ღონისძიების მარშრუტი ასეთია:  I მიმართულება – საბურთალო;II მიმართულება დიღომი, დიდი დიღომი, გლდანი, მუხიანი, თემქა; III მიმართულება – ორთაჭალა, ისანი, სამგორი; IV მიმართულება – მთაწმინდა, სოლოლაკი, ვაკე, ვერა, დიდუბე; V მიმართულება – ჩუღურეთი, “- ნათქვამია საპატრიარქს გავრცელეულ განცხადებაში.