პანდემიისგან დაზარალებულთა კომპენსაციისთვის შექმნილი საიტი ამ დრომდე გათიშულია

პუბლიკა

პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, კორონავირუსით დაზარალებულთა კომპენსაციისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო, თუმცა საიტი გათიშულია.

„პუბლიკას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებენ.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით,  პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში მაისის თვიდან დაქირავებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა მეწარმე სუბიექტებმა დაქირავებით დასაქმებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი.

იმისათვის, რომ დაქირავებულმა პირებმა ისარგებლონ კომპენსაციით, დამსაქმებელმა კომპანიებმა ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით (დადგენილების ამოქმედებიდან – 04.05.2020 წლიდან 6 თვე) უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

დამქირავებელი, ასევე უფლებამოსილია განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში დააზუსტოს და წარადგინოს ახალი განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით.

წაიკითხეთ ვრცლად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეირ გავრცელებული ინფორმაცია