ზედამხედველს ტელეფონზე დემოსტრაციულად ჰქონდა სააკაშვილის სურათი - პაპუაშვილი დარღვევებზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო პროცესი შეაფასა და მათ მიერ აღრიცხული დარღვევები წარადგინა.

პაპუშვილის თქმით, თბილისში ერთ-ერთ უბანზე ყუთის ზედამხედველს ტელეფონზე ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რაც, მათივე თქმით, აგიტაციაა.

„თბილისში, ნაძალადევის საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველს ტელეფონზე დემოსტრაციულად ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის სურათი და ედო მაშინ, როდესაც ამომრჩევლები აძლევდნენ ხმას. რაც შეიძლება ჩაითვალოს აგიტაციად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან სხვა დარღვევებზეც ისაუბრა. პაპუაშვილის განცხადების მიხედვით,  მათ მიერ აღრიცხული დარღვევები, ძირითადად, ენმ-ის კანდიდატების მიერ საარჩევნო უბანთან ასმეტრიანი დისტანციის დარღვევას ეხებოდა.