პაპუაშვილი: მოქალაქეებს ვეტყვი, რომ ხელისუფლება ზრუნავს მათზე

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა შალვა პაპუაშვილს ჰკითხა თუ რას ეტყოდა რუსთაველზე მყოფ პროტესტის მონაწილეებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“ -ის ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტი: რას ეტყვით იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც აქციაზე გადიან, აქტიურობენ – საზოგადო მოღვაწეებს, მეცნიერებს, სტუდენტებს. რომლებიც დღეს დგანან რუსთაველზე და ღელავენ რომ ქვეყნის მომავალი საფრთხეშია.

პაპუაშვილი: მოქალაქეებს ვეტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს სწორედ მათ და საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს მათზე, ეს ინიციატივაც სწორედ ამას ემსახურება, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია.

გადაცემის მიმდინარეობის პარალელურად რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან მონაწილეებს სპეცრაზმი არბევდა. გაუშვეს ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი. ამ ეტაპზე სრულიად დაკავებული აქვს სპეცრაზმს  პარლამენტის მიმდინარე ტერიტორია. აკავებენ ასევე მოქალაქეებს.