პაპუაშვილი: სასურველია, თუ EU-ს NATO-ც მიბაძავს და გაწევრების ცხად კრიტერიუმებს შემოგვთავაზებს 

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კარგი იქნება ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ევროკავშირს მიბაძოს და საქართველოს გაწევრების ცხადი კრიტერიუმი შესთავაზოს ისე, როგორც ეს ევროკავშირმა გააკეთა.

შალვა პაპუაშვილმა ამის შესახებ პარლამენტში ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, საქართველო დღესაც ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანას უსწრებს, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს NATO-ც მიბაძავს და საქართველოს შესთავაზებს გაწევრების ცხად კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისე დააახლოებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.