პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

პუბლიკა

პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში 17 ოქტომბრიდან კომენდანტის საათი დაწესდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

კომენდანტის საათის საფრანგეთის ქალაქებში ოთხი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში და საღამოს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 137 ევრო იქნება ჯარიმა.

საფრანგეთში ბოლოს 24 საათში 22 591 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაიღუპა 104 ადამიანი. საფრანგეთში კორონავირუსით სულ 33 037 ადამიანია დაღუპული. პრეზიდენტის თქმით, მნშვნელოვანია ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვირუსთან გამკლავება შეძლოს.