პარლამენტი სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს

პუბლიკა

დეპუტატებმა მესამე მოსმენაზე 104 ხმით მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს.

კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანია.

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებომისილების ვადა წლის ბოლოს ეწურება. პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი დეკემბერში უნდა აირჩიოს, რასაც 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.