„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეათე მოწვევის პარლამენტშიც.
TI ანგარიშში წერს, რომ ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა:
► პარლამენტის 150 წევრიდან, ბიზნესთან კავშირი აქვს 62 დეპუტატს;
► 10 დეპუტატს წილის საკუთრება არასრულად აქვს მითითებული დეკლარაციაში, ეს დეპუტატები არიან: დავით კაჭარავა, ნონა მამულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ცეზარ ჩოჩელი, ტარიელ ნაკაიძე, ნინო წილოსანი, დილარ ხაბულიანი, იაგო ხვიჩია, ზაალ დუგლაძე, ფრიდონ ინჯია;
► 13-მა დეპუტატმა არასრულად დაადეკლარირა მისი არაპირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა (დაკავშირებული/შვილობილი საწარმოები);
► 25 შემთხვევაში წილები არ იყო გადაცემული მართვის უფლებით სხვა პირისთვის;
► 12 შემთხვევაში დეპუტატები პარლამენტში საქმიანობის პარალელურად განაგრძობდნენ სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას.
ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს (10 და მეტი კომპანიაში) შემდეგი დეპუტატები ფლობენ:
- ბადრი ჯაფარიძე (ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსთვის“) – 32 კომპანია;
- მამუკა ხაზარაძე (ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსთვის“) – 30 კომპანია;
- ვასილ ჩიგოგიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 22 კომპანია;
- ავთანდილ ენუქიძე (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 20 კომპანია;
- ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 20 კომპანია
- კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 12 კომპანია.
- დილარ ხაბულიანი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 10 კომპანია;
სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად უმეტეს შემთხვევაში დეკლარაციებში მითითებულია 0 ლარი. შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან 62-დან მხოლოდ 22 დეპუტატი უთითებს, აქედან შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან აფიქსირებენ:
- კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 11 268 533.54 ლარი;
- ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 1 528 556 ლარი;
- ანტონ ობოლაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 1 418 917.5 ლარი;
- ელგუჯა გოცირიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 1 263 590.42 ლარი.