პარლამენტის 150 წევრიდან, ბიზნესთან კავშირი 62 დეპუტატს აქვს | TI-ის ანგარიში

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეათე მოწვევის პარლამენტშიც.

TI ანგარიშში წერს, რომ ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა:

► პარლამენტის 150 წევრიდან, ბიზნესთან კავშირი აქვს 62 დეპუტატს;

► 10 დეპუტატს წილის საკუთრება არასრულად აქვს მითითებული დეკლარაციაში, ეს დეპუტატები არიან: დავით კაჭარავა, ნონა მამულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ცეზარ ჩოჩელი, ტარიელ ნაკაიძე, ნინო წილოსანი, დილარ ხაბულიანი, იაგო ხვიჩია, ზაალ დუგლაძე, ფრიდონ ინჯია;

► 13-მა დეპუტატმა არასრულად დაადეკლარირა მისი არაპირდაპირი სამეწარმეო საქმიანობა (დაკავშირებული/შვილობილი საწარმოები);

► 25 შემთხვევაში წილები არ იყო გადაცემული მართვის უფლებით სხვა პირისთვის;

► 12 შემთხვევაში დეპუტატები პარლამენტში საქმიანობის პარალელურად განაგრძობდნენ სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას.

ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს (10 და მეტი კომპანიაში) შემდეგი დეპუტატები ფლობენ:

  • ბადრი ჯაფარიძე (ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსთვის“) – 32 კომპანია;
  • მამუკა ხაზარაძე (ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსთვის“) – 30 კომპანია;
  •  ვასილ ჩიგოგიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 22 კომპანია;
  • ავთანდილ ენუქიძე (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 20 კომპანია;
  • ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 20 კომპანია
  •  კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 12 კომპანია.
  • დილარ ხაბულიანი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 10 კომპანია;

სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლად უმეტეს შემთხვევაში დეკლარაციებში მითითებულია 0 ლარი. შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან 62-დან მხოლოდ 22 დეპუტატი უთითებს, აქედან შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან აფიქსირებენ:

  • კახაბერ ოქრიაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“) – 11 268 533.54 ლარი;
  • ფრიდონ ინჯია (პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“) – 1 528 556 ლარი;
  • ანტონ ობოლაშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 1 418 917.5 ლარი;
  • ელგუჯა გოცირიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება“) – 1 263 590.42 ლარი.