პარლამენტის თანამშრომელთა 70%-მდე აცრილია, პროცესი გრძელდება - კუჭავა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებამდე ქვეყანაში არსებულ  ეპიდსიტუაციას შეეხო.

„დღეს საკოორდინაციო საბჭომ გააჟღერა რეკომენდაციები და მინდა, მოვუწოდო ყველას, დაიცვან ეს რეკომენდაციები, ასევე – ვაქცინაცია რაც უმნიშვნელოვანესია. ციფრს გაგაცნობთ, ალბათ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. პარლამენტის თანამშრომელთა დაახლოებით 70%-მდე აცრილია, რაც კარგი შედეგია, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და იმედია, მალე სრულად დავასრულებთ ვაქცინაციას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ექიმებს მძიმე თვეების გამო.

დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, გამოვლინდა კორონავირუსის  4 778 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა კიდევ 79 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აიცრა 25 670 ადამიანი.

სულ ჩატარებულია 1 184 306 აცრა. ერთი დოზით აცრილია 790 542 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.7%; სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 13.8%.