პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია

პუბლიკა

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია. საკანონმდებლო ორგანოში ჩანიშნულია პარალმენტის ბიუროს სხდომა, შემდეგ კი რიგგარეშე პლენარული სხდომა.

როგორც მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები პირები ამბობენ, მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურთ, მათზე დაშვებულია საშვები, თუმცა პოლიცია და დაცვის სამსახურში მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. ისინი ამბობენ, რომ კონკრეტული შეკითხვები აქვთ დეპუტატებთან. პარლამენტში შესვლას ასევე ვერ ახერხებს რამდენიმე დეპუტატი – ანა ნაცვლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, თინა ბოკუჩავა და სხვა.

მოგვიანებით, რამდენიმე მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელმა შენობაში შესვლა შეძლო. გარეთ კვლავ რჩება ნაწილი.