პარლამენტის წინ მორიგი აქცია ხვალ, საღამოს 6 საათზე იგეგმება

პუბლიკა

„გადავწყვიტეთ, რომ აქციას ვაგრძელებთ ხვალ, 6 საათზე, პარლამენტის წინ”, – ამის შესახებ „პუბლიკასთან” საუბრისას აქციის თანაორგანიზატორმა თამარ ჯაყელმა განაცხადა.

„ვიკრიბებით აუცილებლად ხვალ 6 საათზე, ველოდებით უფრო მეტ თანამოქალაქეს, და ეს საპროტესტო ტალღა აუცილებლად უნ და გაიზარდოს”, – განაცხადა მან.

აქცია – „არა რუსულ კანონს”, – დღეს 20:00 დაიწყო. მოქალაქეები რუსეთთან ფრენების გაუქმებას მოითხოვენ.

„ეს სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს, დავრჩეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე. მეტიც, ამ ფაქტის გამო, შეიძლება მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს და გავიზიაროთ ბელარუსის ბედი. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი ევროპაა. კურსიდან გადახვევა ჩვენ, მოქალაქეებმა არ უნდა დავუშვათ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

19 მაისს, თბილისის დროით 13:17 საათზე საქართველოს დედაქალაქში რუსული „აზიმუტი” დაჯდა. მოსკოვთან ფრენის უფლება ამ ეტაპზე სამ კომპანიას აქვს, მათ შორის ერთი ქართული Georgian Airways-ია.