პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პუბლიკა

82 მომხრე – „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პროექტის ავტორი და ინიციატორი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძეა.

ამნისტიის ინიცირებული რედაქცია სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს შეეხება, მათ შორის, სხვადასხვა ქონებრივ და ეკონომიკურ დანაშაულს, ნარკოტიკის პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ დანაშაულებსა და სხვა ქმედებებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამნისტია შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ 800-მდე ადამიანს, რომელთაგან 680-მდე პირი ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი) იხდის სასჯელს. აგრეთვე, სავარაუდო ამნისტირებულ მსჯავრდებულთაგან 62 ქალია.