78 მომხრე, 1 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი.
საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა წარმოადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის შინაარსის მიხედვით:
„აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას, კერძოდ, დღეს არსებული 18-21 წლის ნაცვლად 25 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვას;
დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა ცნების შემოღებას, ასევე ამ პირთა რეესტრის შექმნას, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური;