პარლამენტმა ჰერმან საბოს უფლებამოსილება ცნო

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადგილმონაცვლის, ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 89 ხმით ცნო.

ჰერმან საბო პარტია „გირჩის“ საარჩევნო სიაში ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის ადგილმონაცვლე იყო, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება პირადი მიმართვის საფუძველზე შეუწყდა.