პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო

პუბლიკა

101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, – პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტი ჩააგდო. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა.

როგორც პარტია „ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, კანონპროექტზე გაიმართებოდა თავისუფალი კენჭისყრა.

უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

კონსტიტუციური კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, არჩევნები ჩატარდება ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, რაც ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

LB loan image desktop LB loan image mobile