პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო

პუბლიკა

რუსული კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტის მიღებული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. ცნობილია, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს. ამისთვის სალომე ზურაბიშვილს 14 დღე აქვს. მას შემდეგ, რაც კანონპროექტი ვეტოსთან ერთად პარლამენტში დაბრუნდება, დეპუტატები თავდაპირველად განიხილავენ პრეზიდენტის ვეტოს საკითხს, ხოლო შემდეგ კენჭს უყრიან კანონპროექტს. თუ პრეზიდენტი კანონს ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.