პარლამენტმა საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პუბლიკა

პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე და ვეტო დაძლია.

პრეზიდენტმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში 30 მაისს შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით შეიცვალა ცესკოში მაღალი კვორუმით (2/3) გადაწყვეტილებების მიღების წესი და ახალი ცვლილებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნული იყო, რომ კოდექსში შესული ცვლილებები შეამცირებს ცესკოს გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას, გააუარესებს ოპოზიციის ჩართულობის ხარისხს და არ უზრუნველყოფს პროცესში კონსენსუსს.