პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო

პუბლიკა

117 მომხრე, 3 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე სასესიო დარბაზში 120 დეპუტატი დარეგისტრირდა.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ენმ და „ევროპული საქართველო“.

ახალი ცვლილებებით საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.