115 მომხრე, 3 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე სასესიო დარბაზში 119 დეპუტატი დარეგისტრირდა.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ენმ და „ევროპული საქართველო“.
პირველი მოსმენა 21 ივნისს გაიმართა. პირველი მოსმენის კენჭისყრის შედეგებით, 136 მომხრე და 5 წინააღმდეგი იყო. პირველ მოსმენაში მონაწილეობას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები იღებდნენ.
ახალი ცვლილებებით საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.