პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 4 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

პუბლიკა

პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარეს კენჭი. უმრავლესობამ სასამართლოში 4 მოსამართლე დანიშნა: გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარიშვილი.

გენადი მაკარიძე – 86 მომხრე, 5 წინააღმდეგი;

ნინო სანდოძე – 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი;

თამარ ოქროპირიძე – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი;

თეა ძიმისტარიშვილი – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი;

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების შერჩევის პროცესი გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, უარი ეთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე მანამ, სანამ არ გატარდება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმა და სავალდებულო არ იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება.