პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება - ჟურნალისტების ნაწილს არ უშვებენ

პუბლიკა

ბიუროზე რუსული კანონის განხილვის დაწყებამდე პარლამენტში ჟურნალისტების ნაწილს არ უშვებენ. მათ შორის არიან „პუბლიკის”, „ნეტგაზეთის”, On.ge-ს, „მთის ამბების” ჟურნალისტები.

მედიის წარმომადგენლებზე პარლამენტმა დაუშვა საშვები, ხოლო ნაწილს აქვს მუდმივმოქმედი აკრედიტაცია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ შესვლის საშუალება არ მისცეს.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.