„პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ" | მანდატს წითლიძეც ტოვებს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატს დატოვებს.

„მე არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ ზუგდიდში ვარ.

მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს მე ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა (არც მქონია, ისე ვიბრძოდი).

„ქართული ოცნება” უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო”, – წერს წითლიძე.


მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმაც. ასევე „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ და „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.