პარლამენტში შეიქმნას სააკაშვილის წამების გამოსაძიებელი კომისია - დეკანოიძის ინიციატივა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სურს, დაიწყოს კონსულტაციები პარლამენტის დეპუტატებთან, რათა შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის წამების გამოსაძიებელი კომისია. ამის შესახებ დეკანოიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

„რამდენიმე დღის შემდეგ მინდა ჩემს კოლეგებთან კონსულტაციები მქონდეს, რათა პარლამენტში შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის წამების გამოსაძიებელი კომისია, რომელიც დეტალურად დაადგენს, დოკუმენტირებულად, იმას, თუ რა მოხდა, რასთან გვქონდა საქმე. მე ვფიქრობ, ეს დოკუმენტაცია და ეს დასკვნაც უნდა გაეგზავნოს ყველა იმ საერთაშორისო ინსტიტუტს. მე ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე მიხეილ სააკაშვილთან“, – განაცხადა მან.