პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

 დღეს კომიტეტი ორ კანდიდატს  გოჩა აბუსერიძეს და  გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრება.

გასაუბრების პროცესს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციის დეპუტატები, სახალხო დამცველი და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები.

რეგლამენტით განსაზღვრულია თითოეული ფრაქციისთვის, პოლიტიკურ ჯგუფისა და პარლამენტის უფრაქციო წევრებისთვის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დრო. გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო  სუბიექტებსაც.

პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 10 ივლისს დასრულდება.