პარლამენტთან პიკეტირების აქციაზე 7 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 7 პირი დააკავეს.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, ამ დროისთვის, 173-ე მუხლით, 7 პირია დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. გაერთიანებული ოპოზიციის გეგმის მიხედვით, დღეს დაგეგმილი იყო პარლამენტის შენობის პიკეტირება, 5 მარტს კი დაგეგმილია კანცელარიის შენობის პიკეტირება.