პარლამენტთან საღამოს დაგეგმილ აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან

პუბლიკა

დღეს, 24 ივნისს, 19:00-ზე  რუსთაველის მეტროსთან სტუდენტები შეიკრიბებიან და ერთად შეუერთდებიან პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას.

აქციის შესახებ შექმნილ ღონისძიებაში აღნიშნულია, რომ აქციას 15 უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდებიან.

მათი თქმით, დღეს წყდება საქართველოს ევროპული ბედი და მომავალი.

აქციას უერთდებიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ჯიპა, ილიაუნი, ტექნიკური უნივერსტიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, სეუ, საბაუნი, თეატრალური უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი, BTU, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

23 ივნისს ამ უნივერსიტეტების სტუდენტებმა მანიფესტი „სტუდენტების მანიფესტი ევროპული მომავლისთვის“ შეადგინეს.