პარლამენტთან შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ

პუბლიკა

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები აქციას მართავენ, შეძახილებით – „მონა“.

დღეს, სავარაუდოდ, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხი გავა კენჭისყრაზე.

ირაკლი შოთაძეს გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, კომიტეტის უმრავლესობამ შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ირაკლი შოთაძემ პროკურორის თანამდებობა 2018 წელს ხორავას საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ დატოვა. შოთაძის შემდეგ პროკურორად შალვა თადუმაძე აირჩია პარლამენტმა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ გამწესების შემდეგ კი პროკურორის თანამდებობა ისევ ვაკანტური გახდა. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.