პარლამენტთან „ტაბულას“ ჟურნალისტიც დააკავეს

პუბლიკა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავა, ის რუსულ კანონს აპროტესტებდა.

მანამდე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ პუბლიკას რედაქტორი ზურა ვარდიაშვილიც დააკავა.

„პუბლიკა“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჟურნალისტების დაკავების მიზეზის და მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის გარკვევას. უწყებისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

დღეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ.

მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგარეო ურთიერთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არ უშვებდნენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს კი, რომლებიც სხომას ესწრებოდნენ, სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

სხდომის პარალელურად, პატლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გარდა ჟურნალისტებისა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.