პარლამენტთან „ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

პუბლიკა

პარლამენტთან „ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, მათ გამოფენილი ჰქონდათ ბანერები, დროშები და ვარდები.

„ამ დღეს დაიწყო საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარება. მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას და რუსული რეჟიმის დასრულებას საქართველოში“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციას არ სესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, თუმცა იქ იყვნენ თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე და პარტიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ირაკლი ნადირაძე.

სააკაშვილის მხარდამჭერი მომდევნო აქცია 27 ნოემბერს დაიგეგმა.

LB loan image desktop LB loan image mobile