პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელს თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელს თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩარკვიანი Facebook-ზე წერს.

ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!!თავს უკეთ ვგრძნობ!თუ ღმერთმა ინება გავუძლებთ!მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !ახლა მე…

Posted by Tako Charkviani on ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2020

თაკო ჩარკვიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია. 27 ივლისს კი „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელ გიორგი ვაშაძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა ჯამი დღევანდელი მონაცემებით 1917-ია.